სტუდენტურმა მოძრაობამ -  “დაფიონი”  29 ოქტომბერს აქცია დააანონსა

სტუდენტურმა მოძრაობამ - “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

როგორც მათ პარლამენტთან შეკრებილებს განუცხადეს, 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტთან მივლენ.

“შევხვდებით ხვალ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”,- განაცხადეს სტუდენტებმა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ქვეყანაში დემოკრატიაა დასაცავი.

"საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას ვაპროტესტებთ, ჩამოვლაბორანტდით. თუ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო, დავრჩით მარიონეტულ სახელმწიფოდ",- განაცხადა "დაფიონის" წევრმა, ზვიად ცეცხლაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა