თამარ კორძაია - ცესკოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ  არჩევნები არ ჩატარებულა კანონიერად, ის ჩატარდა აბსოლუტური დარღვევებით

ცესკოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არ ჩატარებულა კანონიერად, ის ჩატარდა აბსოლუტური დარღვევებით და მისი შედეგები არის ყალბ მონაცემებზე დაყრდნობით გაყალბებული, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ცესკოს განცხადებას.

ამასთან, კორძაიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითხოვენ ცესკოსგან.

„ჩვენ გავაჟღერეთ ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ვითხოვდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა შეექმნა, რომლითაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად საკუთარი პირადი მონაცემების შეყვანის შესაძლებლობა ექნებოდა, შეემოწმებინა, მისცა თუ არა ხმა და აისახა თუ არა ეს ხმა. ეს ზუსტად ისეთივე ბაზა უნდა იყოს, როგორიც არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემებია შეყვანილი, ხოლო ამ ბაზაში შესაყვანი იქნებოდა იმ ადამიანების პერსონალური მონაცემები, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი, რომელმაც გვიპასუხა, რომ თურმე ამ შემთხვევაში, როდესაც კანონის მოთხოვნების დაცვას ვითხოვთ, როდესაც ვითხოვთ, რომ არჩევნებს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ამის ერთადერთი გზა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, სად მისცა და როგორ მისცა ხმა და თავად მისცა თუ არა ხმა, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს ეწინააღმდეგება არჩევნების საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამას ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უბრალოდ ვერ უზრუნველყო ისეთი ხარისხის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა, რომელიც დაიცავდა ხმის მიცემის ფარულობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ამით იმოქმედა ამომრჩევლის ნებაზე და ეს ადამიანები და ეს უწყება გველაპარაკება ჩვენ კანონის დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე“, - განაცხადა კორძაიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, კორძაიამ განმარტა, რომ მათ მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით ვერავითარი არგუმენტი ვერ ექნება ცენტრალური საარჩევნო კომისიას.

„ვერავითარი არგუმენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიას ვერ ექნება ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენი წინადადება გულისხმობს ამომრჩევლის მიერ, ისევე როგორც ერთიან საარჩევნო სიაში, ცესკოს საიტზე, ახალ ბაზაში საკუთარი თავის გადამოწმებას ისე, რომ სხვა ამ პროცესში არ ჩაერევა, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიას არ ჩაუტარებია კანონიერად, ის ჩატარდა აბსოლუტური დარღვევებით და მისი შედეგები არის ყალბ მონაცემებზე დაყრდნობით გაყალბებული“, - განაცხადა თამარ კორძაია

ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონით არის შეზღუდული, რადგან ის შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს.

მისივე თქმით, პარტიები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში