პიტერ სიიარტო - არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული

არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ თქვა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მედიასთან განაცხადა.

„ძალიან ნათელია, ოპოზიციას რომ გაემარჯვა - დემოკრატიასთან პრობლემა არ იქნებოდა. ვინაიდან, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც სუვერენისტული პარტიაა, პრო-მშვიდობის პარტიაა, პრო-ოჯახის პარტიაა, შესაბამისად, არის ბრალდებები არჩევნებთან დაკავშირებით.

ოპოზიციას რომ გაემარჯვა ამ არჩევნებში - პრობლემა არ იქნებოდა. ძალიან კარგად ვიცით ეს გრძნობა. თუ მემარჯვენე პარტიები, ან თუნდაც კონსერვატორები, ან თუნდაც სუვერენისტები იმარჯვებენ, როგორც წესი დემოკრატიასთან სისტემური პრობლემებია ხოლმე. თუ ლიბერალები იმარჯვებენ - ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს, ასე მარტივია”, - განაცხადა სიიარტომ.

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ დადგენილი დარღვევების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე სიიარტომ უპასუხა, რომ ბუდაპეშტს “უნგრელი დამკვირვებლების გვჯერა”. მანვე აღნიშნა, რომ უნგრეთი გამოძიების ჩატარების შესახებ მოწოდებებს არ უერთდება.

“გვყავდა უნგრელი დამკვირვებლები აქ. უნგრელმა დამკვირვებლებმა ძალიან ნათელი ანგარიში გააკეთეს, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. ჩვენი უნგრელი დამკვირვებლების გვჯერა. ეს არის ფაქტი”, - განაცხადა სიიარტომ.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გაყინვას სიიარტომ “წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება” უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ბრიუსელს თბილისში “სხვა მთავრობა სურს”.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში