ჯო ბაიდენი - თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ, უკრაინამ მათ საპასუხო დარტმა უნდა მიაყენოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.

„შეშფოთებული ვარ ამით”, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარების კურსკის ოლქში ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, კითხვაზე, უნდა განახორციელონ თუ არა უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა მათ წინააღმდეგ, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში", - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში