მიხეილ სააკაშვილი - დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ, არაფერი ხდება გარდა, გაუთავებელი შეხვედრებისა - იმედია, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ - არაფერი ხდება გარდა, გაუთავებელი შეხვედრებისა - იმედია, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის წინააღმდეგ უცხოეთი ვერაფერს გააწყობს თუ მას თან მასობრივი და განგრძობითი პროტესტი არ ახლდა“.

„მე ვსვამ კითხვას, რომელიც ალბათ ბევრს უჩნდება. რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს. შემდეგ არაფერი ხდება გარდა, გაუთავებელი შეხვედრებისა.

შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენ მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები, თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი.

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში.

აქამდე ვიძახდით, რომ ჩვენ არ ვართ ბელარუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით, სინამდვილეში უნდა ვაღიაროთ, რომ იგივე ბელარუსებმა დღეის მდგომარეობით ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს.

ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით და იმედია სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.

ჩემი მხრივ, მხოლოდ მიხარია, რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ. ყველანაირად მოვუწოდებ “ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!“- წერს სააკაშვილი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ