ჯოზეფ ბორელი არჩევნებზე - ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს

როდესაც დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, ისინი ამბობენ ამის შესახებ. მათ არ უთქვამთ საწინააღმდეგო, მაგრამ ისიც არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს რა მოხდა - რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა მან შედეგებზე.

ამავე კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც "საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, ასევე, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან".

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას სთავაზობს ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების”კანონის გაწვევა.

“საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევის სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.

როდესაც დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, ისინი ამბობენ ამის შესახებ. მათ არ უთქვამთ საწინააღმდეგო, მაგრამ ისიც არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს”, - განაცხადა ბორელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის