საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს

ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო,- ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი.

აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/library/ssp/document.php?code=spa-cmr/1833afc8f32f0f57c290e13dca24677a-032b5a30-0e09-43c1-97ba-aed756aded2a&mime=application/pdf&save=%20~%2012-09-2.pdf

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის