ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის საწყობები და წარმოებისთვის განკუთვნილი ობიექტები გაანადგურეს, დასავლეთ სანაპიროზე კი კონტრტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ

ისრაელი აცხადებს, რომ ჯარებმა გაანადგურეს იარაღის საწყობები, წარმოების ობიექტები ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის შეტევა გრძელდება და ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიაში ბრძოლები მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში ტერორისტები ათობით ობიექტსა და იარაღის საწყობს დაარტყეს. ღაზას ცენტრალურ ნაწილში კი, მათმა ჯარებმა გაანადგურეს ადგილი, სადაც საბრძოლო მასალის წარმოება ხდებოდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დასავლეთ სანაპიროზე, ნურ შამსში კონტრტერორისტულ რეიდს ახორციელებენ შეიარაღებული პირების წინააღმდეგ, რომლებმაც ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს.

მათივე განმარტებით, ოპერაციაში მონაწილეობენ არმიის ძალები, შინ ბეტი და პოლიცია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ტულკარემში ჰუსამ ალ-მალაჰის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც „ჰამასის“ ცნობილი წევრი იყო და ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში