ნინო დოლიძე - შედეგებს არ ვაქვეყნებთ, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება - დამდგარი შედეგი ხალხის ნების გამოხატულება ვერ იქნება

ჩვენ შედეგებს არ ვაქვეყნებთ იმიტომ, რომ პრობლემები, რომელიც ვიხილეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, დამდგარი შედეგები ვერ იქნება [ხალხის ნების] გამოხატულება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის კრიტიკას, თუ „სამართლიანი არჩევნები“ რატომ არ აქვეყნებს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს.

დოლიძის თქმით, პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნება მისი და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

„სამართლიანი არჩევნები” უკვე 29 წელია არჩევნებს აკვირდება. ჩვენი მეთოდოლოგია არის რაოდენობრივი და თვისებრივი. სწორედ, ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს, ვფიქრობთ, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ, აქედან გამომდინარე, ის დამდგარი შედეგები [ხალხის ნების] გამოხატულება ვერ იქნება.

[აღნიშნული გადაწყვეტილება] არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. სწორედ, იმ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საზოგადოების წინაშე გაგვაჩნია. ჩვენ საზოგადოებას, აუცილებლად უნდა ვუთხრათ რა პრობლემები ვიხილეთ და ეს ახდენდა თუ არა გავლენას შედეგებზე.

თუ მე შედეგებს არ ვენდობი იმას ვერ გამოვაქვეყნებ. მე გეუბნებით, რომ დამდგარ შედეგებს არ ვენდობი. იქიდან გამომდინარე, რომ აი, ის პრობლემები, რაც ვიხილეთ, ის აისახებოდა დამდგარ შედეგებზე. შესაბამისად, ვერ იქნება ქართველი ხალხის გამოხატულება და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, რომ ამდენი პრობლემა, რაც დავინახეთ ის ვეღარ იქნება შედეგების ვალიდური განმსაზღვრელი. ჩვენ პირიქით ახლა შედეგებზე რომ გვქონდეს აპელირება, ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და რამდენად სწორია ის საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ჩვენ უნდა მივაწოდოთ, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, სწორი ინფორმაცია. რაოდენობრივი შედეგები საზოგადოებას [გავაცანით]. მათ შორის, 31%-ზე იყო აღრიცხვა ამომრჩევლის, 13%-ზე იყო მოსყიდვა ამომრჩევლის, 19% -ზე იყო ტრანსპორტირება. ეს PVT-ის შედეგებია, თქვენ გგონიათ არა?! რადგან PVT-ის რაოდენობრივი შედეგები დღის პროცესთან დაკავშირებით ასეთი პრობლემური იყო, ამიტომ ვამბობთ შედეგებზე... ჩათვალეთ, რომ ჩვენ PVT-ის შედეგები გამოქვეყნებული გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა