შვედეთის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.

„მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, - წერს ლიბერგი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა