გიგი წერეთელი - არ არის ლოგიკური, როდესაც “ქართული ოცნება”, რომლის პოლიტიკამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, 12- წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში იღებს ყველაზე მეტ ხმას - არ ვიტყოდი, რომ ეს არის გამარჯვება, პროცესი წინ არის, გამარჯვებად გაფორმდება თუ დამარცხებად

ეს პროცესი არ არის ლოგიკური და სამართლიანი: როდესაც “ქართული ოცნების” პოლიტიკამ და ქმედებებმა ყველაზე მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში იღებს ყველაზე მეტ ხმას, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი ხელისუფლების გამარჯვება არ არის, რადგან პროცესი კიდევ წინ არის და გასარკვევია, აქედან “ქართული ოცნება” გამარჯვებული გამოვა თუ დამარცხებული.

“ეს პროცესი არ არის ლოგიკური და სამართლიანი იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” პოლიტიკამ და ქმედებებმა ყველაზე მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ის არ არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, შესაბამისად, ამ ვითარებაში ხელისუფლება 12-წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში იღებს ყველაზე მეტ ხმას. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის გამარჯვება. ეს პროცესი წინ არის, გამარჯვებად გაფორმდება ის თუ დამარცხებად”, - აღნიშნა წერეთელმა.

გიგი წერეთლის შეფასებით, არჩევნების შემდეგ ქვეყანა ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს და ახლაც თუ არ გაჩნდა ქვეყანაში იმის პერსპექტივა, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება, მაშინ ეს იქნება ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრის დასასრული.

“არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სწორედ იმიტომ არის პრევენციებზე საუბარი და იმიტომ ითვლება დარღვევად, კრიმინალურ ქმედებად და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც არის ამაზე იმიტომ, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ, სხვადასხვა ტიპის სტრუქტურამ, ხელისუფლებამ შეძლოს და შეაცვლევინოს ამომრჩეველს თავისი ნება - ამას ჰქვია გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნები. ზეწოლას რომ დავანებოთ თავი, უბრალოდ მანიპულირება მოახდინოს ციფრებით, ბიულეტენებით და ა.შ.

გვახსოვს 2016 წლის არჩევნები და იქაც ძალიან დიდი ზეწოლა იყო, პირადად ვიყავი თანამონაწილე ამ პროცესში, მაშინ ქუთაისში ვიყრიდი კენჭს და, პრაქტიკულად, გამარჯვებული არჩევნები სულ სხვანაირად დაასრულეს მეორე ტურში. 2020 წელსაც ითქვა, რომ გაყალბებული იყო არჩევნები, პარტიებმა თქვეს, რომ არ შევიდოდნენ გაყალბებულ პარლამენტში და შემდეგ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა. არჩევნები არის კიდევ ოთხი წლის შემდეგ, ახლაც თუ არ დასრულდა ეს ამბავი და ამ ქვეყანაში არ გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ არჩევნები ჩატარდება და ადამიანების ნება გამოხატული იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ნებისმიერ დემოკრატიასა და ჩვენს ევროპულ მომავალზე საუბრის დასასრული.

საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, მობილიზებული იყო ასევე დიდი რაოდენობით ადგილობრივი დამკვირვებლები. მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით არათანაბარი გარემო შექმნა და არჩევნებში თანასწორობის პრინციპი, ფარულობის პრინციპი არის კონსტიტუციური და კანონიერი პრინციპები. თუ ეს პრინციპები ირღვევა, მაშინ, ბუნებრივია, არჩევნების შედეგებიც, მისი სამართლიანობაც და ლეგიტიმურობაც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში