ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი -  „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს

საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები…

ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც [საქართველოს] მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, - განაცხადა ჰადადმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნებში დაფიქსირებული თაღლითობები ნაწილია უფრო ფართო „რუსეთის ჩარევის ჩვენს სამეზობლოში”. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის ჩარევის შედეგად „თავდასხმის ქვეშაა ევროპის იდეა, ჩვენი ინტერესები, ჩვენს საზღვრებთან ქვეყნების სტაბილურობა”.

ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ამისთვის საჭირო მაღალი სტანდარტების მოთხოვნას შორის შეუთავსებლობა არ არსებობს.

„პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ მათ [საქართველომ] გადაწყვიტეს გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ, მაგას მოჰყვება განსაკუთრებული ვალდებულებები“, - განაცხადა ჰადადმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა