მიხეილ ჯანელიძე - როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია - მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის

როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია.

მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, რადგან ევროპას დააცილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

„2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც გთხოვდით შესაძლებლობის გახსნას, იმ მიზნით, რომ საქართველოს მეტ მოქალაქეს ენახა ევროპული ცხოვრების სტილი, დემოკრატია, სოციალური კეთილდღეობები, კულტურა, ღირებულებები. ამით, ევროპულმა ინტეგრაციამ ისტორიულ მიზანთან მიახლოებასთან ერთად პრაქტიკული სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების სისწორე 2024 წლის არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, დავინახეთ რა ახალი თაობის, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამ სიკეთით, ერთგულება ევროპული მომავლისადმი.

იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას. „ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა“,- წერს ჯანელიძე.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს