ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავენ.

„გილოცავთ, ძვირფასო მაია სანდუ გამარჯვებას. იშვიათი სახის ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ამ არჩევნებში შეგხვდათ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს რობერტა მეცოლაც და წერს, რომ ევროპა მოლდოვას მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ვულოცავ ქალბატონ პრეზიდენტ მაია სანდუს. მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს ამ გზაზე მოლდოვას გვერდით დგომას“, - წერს რობერტა მეცოლა.

შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემების თანახმად, მაია სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიეუმ კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევა ხდებოდა, რომელსაც „შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი“ ჰქონდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის