„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა.

„საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელში განახორციელა.

„სასიხარულოა, რომ გლობალურ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება „საქკაბელის“ მიერ დამზადებულ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა და კიდევ უფრო ძლიერდება ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია. ექსპორტის განხორციელებამდე ჩვენმა პროდუქციამ მკაცრი ტესტირების პროცესი გაიარა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და დაამტკიცა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული მრავალფეროვანი საკაბელო პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და საიმედოდ უზრუნველყოფს გრძელვადიან ფუნქციონირებას.

ისრაელში განხორციელებული ექსპორტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს „საქკაბელის“ საექსპორტო ქსელის განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. გაზრდილი წარმადობითა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ , - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

გარდა ამისა, „საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

ინფორმაციისთვის: „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის