საბა ბუაძე - პროტესტი გაგრძელდება იმდენ ხანს და ისეთი ფორმით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს

პროტესტი უნდა იყოს განგრძობადი, მას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ამოცანები და უნდა ვიცოდეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე - ეს პროტესტი გაგრძელდება იმდენ ხანს და ისეთი ფორმით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ ერთი ძალიან მკაფიო გეგმა აქვთ - „წინააღმდეგობა იმ რუსულ სპეცოპერაციასთან, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“.

„ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა - წინააღმდეგობა იმ რუსულ სპეცოპერაციასთან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს უნდა მოხდეს, მათ შორის, ადამიანების კონსოლიდაციით, რუსთაველის გამზირზე ჩვენი პროტესტით, ერთიანობის და ძალის დემონსტრირებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ანტიეროვნულ ძალას. პროტესტი უნდა იყოს განგრძობადი, მას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ამოცანები და უნდა ვიცოდეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ეს პროტესტი გაგრძელდება იმდენ ხანს და ისეთი ფორმით, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

ამასთან, ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, 17;00 საათზე სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ