თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა - ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა. ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არ აქვს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აუცილებელია აქტიური პროტესტი, რათა ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს არაღიარების პოლიტიკა, როცა ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არ აქვს, მეორე მხრივ, აქტიურობა და ჩვენი პროტესტი, მათ შორის, ქუჩის პროტესტი, ერთიანი, კონსოლიდირებული ძალებით, რათა საქართველო დავიბრუნოთ”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში