ტატო ქელბაქიანი - მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს გაყალბების აშკარა ტენდენცია

წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს [გაყალბების] აშკარა ტენდენცია, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმის“ წარმომადგენელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ტატო ქელბაქიანის განცხადებით, არავის აქვს იმედი, რომ ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თავად გამოიძიებს.

„ყველაფერზე მტკიცებულებებს ითხოვენ და მტკიცებულებებს რომ წარადგენ, მერე კიდევ ითხოვენ მტკიცებულებებს. ჩვენ ფოტო-ვიდეო მასალა იმ ღამესვე გადავუგზავნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვებ-გვერდზეც ავტვირთეთ და ახლაც საჯაროა. კიდევ ვამატებთ ვიდეომასალებს, რისი მოძიებაც წყაროებიდან ხდება. დიპლომატიურ კორპუსთანაც გვქონდა შეხვედრა და იქაც გავუზიარეთ. წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუნდაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გამოიკვეთოს [გაყალბების] აშკარა ტენდენცია. სიღრმეები, მასშტაბები, რამდენი ადამიანი იყო ჩართული, ეს, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სურათი, რაც უკვე წარმოდგენილია, ჩემი შეფასებით, პირდაპირ იძლევა უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება, მაგრამ არავის აქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა რამეს გამოიძიებს, ეს ხომ აბსოლუტურად აბსურდია“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ტატო ქელბაქიანის აზრით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ „სადღაც 15%-მდე უნდა იყოს მითვისებული“.

ამასთან, ტატო ქელბაქიანი გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ „არცერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არ შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“.

ქელბაქიანის თქმით, ლევან იოსელიანის განცხადებით შოკირებულია, რადგან საარჩევნო უფლება ადამიანის უმთავრესი უფლებაა.

„მე ერთ დროს ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში. არჩევნები სახალხო დამცველს არ ეხებაო. საარჩევნო უფლება ადამიანის უმთავრესი უფლებაა. საერთოდ რა განცხადება გააკეთა, უბრალოდ შოკირებული ვარ“, - განაცხადა ქელბაქიანმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა