ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან. შეკრება 14:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე ითქვა, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

"ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ ადამიანს ეკადრება”, - განაცხადა გუშინდელ აქციაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა