გია ვოლსკი - ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ, ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია

ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია - როგორ შეიძლება ადამიანებს ასეთი სისულელე მიართვა, მით უმეტეს, ისეთი საპასუხისმგებლო კათედრიდან, რასაც მოსამართლის კათედრა ჰქვია! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი საარჩევნო ოლქის შედეგები ბათილად ცნო.

ვოლსკის შეფასებით, მოსამართლე მთელი თავისი ოჯახით "ნაცმოძრაობის" აქტივს წარმოადგენს. მისივე თქმით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა დარღვეული იყო.

„ბიულეტენის მეორე მხარეს წერტილი რომც გამოჩნდეს, ვერ გაარკვევ, ეს წერტილი და კონკრეტული ამომრჩევლის ხმა რომელ პარტიას ეკუთვნის. გარდა ამისა, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის არსებობდა ყდა და თუ იქ რამემ გამოჟონა, მის ფარულობას ყდა უზრუნველყოფდა. როცა ბიულეტენი ყდიდან აპარატში შედის, წამიერად, უცბად შესაძლოა წერტილი აბსოლუტურად ცარიელ ფურცელზე გამოჩნდეს, რასაც ვერავითარ პარტიას ვერ დაუკავშირებ.

წარმოიდგინეთ, რა ფენომენალური ნიჭის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ცარიელ ფურცელზე, წამიერად წერტილს მოჰკრავს თვალს, აღმოაჩენს, რომ ეს წერტილი ეკუთვნის პარტიას, რომლის სახელიც არ ჩანს და ფურცლის მეორე მხარესაა და იმ ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს, ვინც ეს ბიულეტენი შეავსო. ეს გულუბრყვილობაც აღარ არის - ეს იმდენად სულელური არგუმენტია, რომ არ მგონია, რომელიმე მხარეს მცირე ეჭვი მაინც ჰქონდეს, რომ აქ რაღაცა დარღვევას ჰქონდა ადგილი.

თეთრიწყაროს სასამართლოში რა ექსპერიმენტი ჩატარდა ასეთი?! - ვერაფერი დაინახა ვერ მოსამართლემ და ვერც ვერავინ.

მოსამართლის პოლიტიკური განწყობა, წარსული ვიცით - მისი ცოლი და მთელი ოჯახი „ნაცმოძრაობის" აქტივია. ისინი გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ტელევიზიის ეკრანების გამოყენებით ყივიან-წივიან - მათ შორის მოსამართლემ პოლიტიკურად ანგაჟირებული და თან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო