დიმიტრი ცქიტიშვილი - პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა ძალებმა ინფორმაცია გაცვალეს.

„ეს იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რა ვითარებაა და როგორ ხედავს თითოეული პოლიტიკური ძალა არსებულ მდგომარეობას. პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაცია [პარტნიორებთან] საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამასთან, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, ოპოზიცია იკვლევს საერთაშორისო აქტორების მიერ სხვადასხვა რეჟიმების პირობებში ჩატარებული არჩევნების გამოძიების შემთხვევებს.

„ჩვენ დამოუკიდებლად ვიცით და სხვადასხვა პარტიებიც ამაზე მუშაობენ, როგორი პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს. არის სხვადასხვა კონტინენტებზე სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში ჩატარებული საეჭვო არჩევნების გამოძიების, მონიტორინგის, გადათვლის სხვადასხვა ფორმები, ოღონდ საერთაშორისო აქტორების მიერ. ამას ვიკვლევთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა