სახალხო დამცველი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური საქართველოში აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს ჩარლზ შმიტსსა და აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯეფ გობელს შეხვნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა დღეს გაიმართა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. სახალხო დამცველმა სტუმრებს არჩევნებზე ზედამხედველობის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე.

შეხვედრაზე USAID-სა და სახალხო დამცველს შორის პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს და მისი გაგრძელების შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ INL-ის დირექტორი ჯეიმი შაფლბერგერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს