ანონსი  8 ნოემბერი

8 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე უპასუხებს.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსისა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები მიიღებენ.

თემა: „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

საკონტაქტო: 555 45 10 01

8 ნოემბერი, 13:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარით შემცირდა და ბოლო მონაცემებით 4.08 მილიარდი დოლარი შეადგინა, „რაც კატასტროფული მაჩვენებელია ყველა საერთაშორისო სტანდარტით“.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასოციაციაში ახლად გაწევრიანებული ადვოკატები პროფესიულ ფიცს დადებენ.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

საკონტაქტო: 555 45 10 01

8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია ბრიფინგს გამართავს.

თემა: რუსეთის მოთხოვნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ქ. მინსკში გადატანა.

მის: ბელიაშვილის 68; პარტიის ოფისი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს