დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი - მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე.

„ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა