ნიკა მელია - ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი - ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა, გვჯერა, რომ ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ შევა პარლამენტში

[ხალხს] სჭირდება მტკიცე დოკუმენტი - ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს განვითარებული სამყარო არ აღიარებს, ასევე არ აღიარებს ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რაც უფრო დრო გავა, ბუნებრივია, ხელისუფლება ეცდება რამენაირად ლეგიტიმაცია შესძინოს ამ პარლამენტს, რომელიც თავშივე განწირულია და ამაო იქნება მათი ეს მცდელობა. ჩვენი ამოცანა იქნება პირიქით, დელეგიტიმაცია მოვახდინოთ ჩვენი მკაფიო, ურყევი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირებით თბილისის და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, ეს არის ყველაზე ძლიერი და მართალი გამოსავალი. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც გავა ახალ არჩევნებზე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებზე”, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

„თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პარლამენტი ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი და იქ, ვერცერთი, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში, მაგრამ მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი არ შევიდეს და ვერ შევიდეს. ეს არის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი. ამ პარლამენტში, რომელიც ჩვენს ინტერესს, ხალხის ინტერესს არ გამოხატავს არავინ არ უნდა შევიდეს. ბევრი საუბარია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტიკა უყვარს ქართველ ხალხს, მითუმეტეს, ვის წინაშეც ჩვენ, ოპოზიციას სხვადასხვა ქმედებების გამო შეუძლებელია რეპუტაციულად არ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში წარმოდგენილი მათ წინაშე, ამიტომ მათ სჭირდებათ მტკიცე დოკუმენტი - ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა. იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, ეს უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის