უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.­

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა