თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს "არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა". აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.

"ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ცესკოს სხვა შემადგენლობით. ისეთ მდგომარეობაში ვართ უკვე, რომ ძალიან რთულია ერთ რამეზე კონცენტრირდე და ერთი მოთხოვნა გქონდეს. ეს აქცია ყველაფერს აერთიანებს, თუმცა ძირითადი მოთხოვნა მაინც რჩება ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც გვითხრეს, პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გეგმავს აქციას, მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ. ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეკლა ვასაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა