მიხაილ როთი - გლობალური ომის პარტია არსებობს და ის რუსეთია

გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა : „ვინ არის გლობალური ომის პარტია?“

„გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი. რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან მახინჯ და საშიშ პროპაგანდას ჩვენი ძირითადი ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა როთმა.

მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

„თუ თვალყური მიადევნეთ დამოუკიდებელი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო: არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. აი, რატომ მოვუწოდებთ ყველა ბრალდების საერთაშორისო გამოძიებისკენ. ძალიან სერიოზული სიტუაციაა, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია“, - აღნიშნა როთმა.

კითხვაზე, რა არის შემდეგ ნაბიჯი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა :

„შემდეგი ნაბიჯი არის ყველა ბრალდების დამოუკიდებელი გამოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რწმენისა და ნდობის დასაბრუნებლად, რადგან გამოძიების გარეშე ვერ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს