ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებთან ისაუბრებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ისაუბრებენ იმაზე, რომ საჭიროა „საერთაშორისო შეფასება იმ ქურდობის, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და ზოგადად რუსეთმა საქართველოში“. ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„თავად ვიზიტი ამ კონკრეტულ და კრიტიკულ მომენტში არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან წარმომადგენლობითი ჯგუფი ნიშნავს იმას, რომ ევროპა, ევროპიდან მაღალი დანის კონკრეტული პოლიტიკოსები ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას, ხედავენ და არ ეგუებიან მიტაცებულ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, ძალიან კონკრეტული ხედვა. პირველი არის, სრული დელეგიტიმაცია, რაც უკვე ხდება ევროპის მხრიდან, არავინ აღიარა ეს არჩევნები. ჩვენ მეტიც კი ვნახეთ, ორბანთან რაღაც მანიპულაციამ არაფერი მოიტანა, პირიქით, დიდი ზეწოლა მიიღო კობახიძემ. შემდეგი ეს არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოძიება, ანუ საერთაშორისო შეფასება იმ ქურდობის, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ” და ზოგადად რუსეთმა რაც ჩაიდინა საქართველოში, შემდეგ არის უკვე ევროპის მიერ ადმინისტრირებული არჩევნები, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ასევე ვილაპარაკებთ კონკრეტულ იმ ზეწოლის ფორმებზე, რაც აუცილებელია მათი მხრიდან სხვადასხვა ტაქტიკურ საკითხებზე და გავუზიარებთ ჩვენ გეგმებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა