უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე - დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებლებისთვის კომპენსაციას 1 575 წელი დასჭირდება

უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, ელენა შულიაკი აცხადებს, რომ ამჟამინდელი დაფინანსებით, წელიწადში 4 მილიარდი გრივნით, დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული კომპენსაციისთვის 1 575 წელი დასჭირდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს ჰგავს ჩაის კოვზით ტბის ავსებას. უდავოდ კარგია, რომ მთავრობამ საბოლოოდ იპოვა გზა აღდგენის დასაფინანსებლად 2025 წელს. მაგრამ დამეთანხმებით: დაფინანსების ეს მაჩვენებელი არ არის გამოსავალი სიტუაციის კომპენსაციის გადახდით მოსაგვარებლად“, - წერს შულიაკი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს 4 მილიარდი გრივნის გამოყოფას еВідновлення-ის პროგრამის განსახორციელებლად, რაც პროგრამის რეალურ საჭიროებებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შულიაკის ინფორმაციით, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება: 3 მილიარდი - საბინაო მოწმობებისთვის მათთვის, ვინც სახლები დაკარგა და 1 მილიარდი - დაზიანებული ქონების კომპენსაციისთვის.

„რაც შეეხება ზარალის რეალურ სურათს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე უკრაინისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალის რაოდენობამ 152 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მოიცავს არა მხოლოდ საბინაო ფონდს, არამედ 2024 წლის გათვალისწინების გარეშეც კი, პირდაპირი ზარალის აღდგენის აუცილებლობას და მიმდინარე კურსით დაახლოებით 6,3 ტრილიონ გრივნადაა შეფასებული“, - აღნიშნა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის