საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვემო ქართლის მთიან რეგიონში საველე ექსპედიცია განახორციელეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ქვემო ქართლის მთიან რეგიონში საველე ექსპედიცია განახორციელეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საველე პრაქტიკის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, მე-5 საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის სიონს ეწვივნენ.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სტუდენტებს ადგილზე სემინარი ჩაუტარდათ, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ექსპედიციის არეალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, შემდეგ კი უშუალოდ განეხილათ ისტორიული და არქეოლოგიური ადგილები.

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, რეგულარულად აწყობს საველე ექსპედიციებს ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. საველე პრაქტიკით, რომელიც, ამჯერად, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ბაკალავრებისთვის იყო განკუთვნილი, ახალგაზრდები შეიძენენ სამუშაო გამოცდილებასა და აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება მთის მდგრადი ტურისტული მიმართულებების განსაზღვრასა და მათ განვითარებაში, არსებული მდგომარეობის შეფასებაში, აქტუალური პროექტების შემუშავებასა და პრეზენტაციების მომზადებაში. მნიშვნელოვანია, რომ ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებულმა სემინარმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არეალის შესახებ და მენტორებთან ერთად ემსჯელათ ქვემო ქართლის მთიანი რეგიონის მუზეუმ-ნაკრძალისა და ისტორიულ-არქეოლოგიური ადგილების შესახებ“, - აღნიშნავს ნოე ხოზრევანიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის