საბა ბუაძე - კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს - ეს არის ბოტასების ქურდის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის თარგზე მოჭრილი პროკურატურა, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს

კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს - ეს არის ბოტასების ქურდის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის თარგზე მოჭრილი პროკურატურა, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

ბუაძის განცხადებით, მისთვის გამაოგნებელი იყო, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს. აქ კითხვები არ დასმულა იმისათვის, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მიეღო გამოძიებას ინფორმაცია. ეს არის წინასწარ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები. მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი, სადაც ვიდეოზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია არის გარდაცვლილი, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში. ყველაზე გამაოგნებელი, რაც ჩემთვის იყო დღეს, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით. პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არ აწარმოებს გამოძიებას არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბუაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის