ჩინეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილი სტადიონთან სავარჯიშოდ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეჯახა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 62 წლის მამაკაცი გაქცევის მცდელობისას დააკავეს და ის ამჟამად, თვითდაზიანებების გამო, კომაში იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა