ანა წითლიძე - ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ ვიცით, როგორიც არის ივანიშვილის სტილი, მას ეხერხება რაღაც პრობლემა შექმნას, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭროს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის, ამიტომ მცდელობა, რომ დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს, მხოლოდ ორი კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“] გაუქმებაზე დაიყვანო, არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა - დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. რომელიც განვითარების შესაძლებლობას ამ ქვეყანას არ აძლევს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერში არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას გააგრძელებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის