ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომის პარალელურად, რომელზედაც რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სხდომას 21 „დეპუტატი“ ესწრება.

ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარემ“ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.

„პარლამენტის“ სესიის პარალელურად, ე.წ. „საკანონმდებლო ორგანოსთან“ კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ახლა დეპუტატთა ჯგუფი სპიკერთან იმყოფება და დაჟინებით მოითხოვს საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ.

საპროტესტო ტალღა სოხუმში რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!