ანა დოლიძე - ,,ქართული ოცნება" ცდილობს ქალებზე არსებული ძველი სტერეოტიპები მართვისას გამოიყენოს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც ის გენდერულ სტერეოტიპებზე საუბრობს.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება" ცდილობს ქალებზე არსებული ძველი სტერეოტიპები მართვისას გამოიყენოს.

„გამოდგნენ ,,ქართული ოცნების" დეპუტატები, ვიღაც ბოლო ნომრები და გამოიყენეს სხვადასხვა ეპითეტები ჩემს მიმართ. აქვთ დაგეგმილი, რომ საზოგადოებაში, რაც ძველ დროში არსებობდა შეხედულებები ქალების მიმართ, ამ ძველი სტერეოტიპებით მცდელობა აქვთ მართვისას გამოიყენონ.

ეს მეთოდი არის შემდეგი: ავიღებთ სტერეოტიპებს როგორიც არის მაგ: ქალი უნდა იყოს მდუმარე, ნაზი, კდემამოსილი, ხმა არ უნდა ამოიღოს და ა.შ. ასევე, ქალი თუ ხარ ემოცია არ უნდა გამოხატო, ჯობია რომ ავეჯივით იყო, რაც არ უნდა მოხდეს უნდა იყო შენთვის. ემოციას თუ გამოავლენ შენ მათ აწუხებ, მეცნიერებაში ამას ჰქვია სტრუქტურული ძალადობა. მაგრამ ჩვენთან პირდაპირაც ძალადობენ, რაც გააკეთა გუშინ პოლიციამ ცესკოსთან ეს არის ამის ნათელი მაგალითი. ,,ქართული ოცნება" რასაც აკეთებს ეს არის ქალური სტერეოტიპებით თამაში”, - ამბობს ანა დოლიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა