ასლან ბჟანია - ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს, არ მიიღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში - ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის უკან დაბრუნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ და არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის უკან დაბრუნება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მომავალი „საპრეზიდენტო არჩევნებია“.

„არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ სურს პრეზიდენტად მრავალეროვან აფხაზ ხალხს. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ ვარიანტის გამოყენება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს