თინა ბოკუჩავა - ბრიუსელში ვიმყოფები, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შევხვდე, რომლებიც იმისთვის შეიკრიბებიან, რომ საქართველოზე იმსჯელონ

რამდენიმე საათში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმისთვის შეიკრიბებიან, რომ საქართველოზე იმსჯელონ, მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას როგორ აგრძელებს მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს გვერდით უდგას, მაგრამ იმ ხელისუფლებას არ აღიარებს, რომლის არჩევაც ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მოხდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდება.

„ბრიუსელში ვიმყოფები, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შევხვდე, რომლებიც რამდენიმე საათში იმისთვის შეიკრიბებიან, რომ საქართველოზე იმსჯელონ, მიტაცებული არჩევნების შემდეგ როგორ აგრძელებს ევროკავშირი ურთიერთობას საქართველოსთან მაშინ, როდესაც გვერდით უდგას ქართველ ხალხს, მაგრამ არ აღიარებს იმ ხელისუფლებას, რომლის არჩევაც ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მოხდა. ეს არის ის პოლიტიკა, რომელზეც ძალიან მტკიცედ დგას ევროკავშირი და ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ეს არ აღიარების პოლიტიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ასევე მივიღოთ ევროკავშირის ეგიდით ფორმირებული საერთაშორისო გამოძიების მისია, რომელიც გაყალბების მასშტაბებს შეისწავლის და მხოლოდ შემდეგ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელსაც დამოუკიდებელი კეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს და ამით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაბრუნდება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში