სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე განლაგდნენ - ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

სამართალდამცველებმა, რომლებიც ვაკის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე გადმოინაცვლეს.

სამართალდამცავებთან ერთად, ადგილზეა რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა.

აქციის მონაწილეები კი, რომლებიც ორი დღეა ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტ აქციას მართავენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. პროტესტის ადგილზე ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა