ელენე ხოშტარია - რაც არ უნდა გაწმინდონ,  მაინც მოვალთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი

მაინც მოვალთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამართალდამცავები, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, ემსახურებიან რუსეთს.

„გული მწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ემსახურებიან რუსეთს, რუსულ არჩევნებს, პუტინის დაკვეთას, ერთადერთი რამის გამო, რომ ხელფასს აძლევენ, ივანიშვილი უხდის ხელფასს. რაც არ უნდა გაწმინდონ, მაინც მოვალთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეების, რომლებსაც უნდათ ევროპა და არა რუსეთი და არა მონება, რომლებიც მზად არიან მერიის სამსახურს უკან გამოყვნენ ნიღბებით, ვითომ ქუჩა აქვთ გასაწმენდი. მაინც ჩვენ მოვიგებთ იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენკენ. უმრავლესობა საქართველოში არის ევროპის მხარეს და ესენი ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე 2 დღის განმავლობაში მყოფი აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები.

თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ადგილს, სადაც რამდენიმე ათეული კარავი იყო დადგმული, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ -„რუსებო“, „სად მივდივართ? - ევროპაში“ და „საქართველოს გაუმარჯოს“.

ასევე, აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის