რელიგიის სააგენტომ „ჯეო ჰოსპიტალსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ჯეო ჰოსპიტალსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი სამედიცინო კაპელანის პროექტის ფარგლებში გაფორმდა და ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და „ჯეო ჰოსპიტალის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ვასაძემ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა