საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - UNI4VERSE ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - UNI4VERSE ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, Uni4Verse არის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსი, რომლის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი. 2024 წელს პროექტი მწვანე ეკონომიკის თემას ეძღვნება და მასში საქართველოში აკრედიტებული 18 უნივერსიტეტი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს.

„UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა. შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში, რომელშიც ცამეტივე ფაკულტეტი იყო ჩართული, ექვსი გუნდი მონაწილეობდა. სტუდენტურმა ჯგუფებმა, მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. გამარჯვებული გუნდის იდეა ეხებოდა ცემენტის (ბეტონის) შემადგენლობაში ცემენტის წარმოების საკვამლე აირებით (CO2,SOx,NOx) ატმოსფეროში შეუქცევადი ემისიის პრევენციასა და უტილიზაციას. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულ გუნდს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს გიორგი კოტორაშვილს და ანასტასია დვალიშვილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს თორნიკე რევინოვს, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტს გეგა ჯერენაშვილს და მათ მენტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს რაჟდენ სხვიტარიძეს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

„ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონკურსზე - UNI4VERSE რეგისტრაცია 15 ოქტომბერს გამოცხადდა და მასში უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის ჟიურიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე- რექტორს, პროფესორ თამარ ლომინაძის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას შემადგენლობით გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელიც ოთხდღიან ტრენინგსა და მენტორშიფ სესიებს თბილისის ტექნოპარკში გაივლის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის