ელენე ხოშტარია - ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე სპეციფიკური მიდგომა გვაქვს - არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, იქნება მოულოდნელი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა - ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან.

“ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე.

კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური [საკითხი]. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.

მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან.

მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის.

ყველა ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, საპროტესტო აქციებზე საუბრისას ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "აქციები არ შეწყვეტილა, მას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა და დღეები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის