ვიქტორ ყიფიანი - დღევანდელი პროცესი ერთგვარი განაჩენი იქნება არა მარტო ხელისუფლების, არამედ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ

ქართული ოპოზიცია სრულად ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც მოეთხოვება ქართულ პოლიტიკურ აზრს და მის სახელმწიფოებრივ განვითარებას , - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, დღევანდელი პოლიტიკური პროცესი განაჩენი იქნება არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის.

„ჯერჯერობით ვითარება არის ბუნდოვანი, მას სიცხადე აკლია, პროცესი მისაყვანია ბოლომდე. პროცესი დასასრულებელია თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგებით. ის ჭურჭელი, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაშიც უნდა ჩაისხას საზოგადოებრივი პროტესტი, გარდაიქმნას და მოხდეს მისი გადატანა პრაქტიკულ სიბრტყეში. ამ მხრივ, რბილად რომ ვთქვათ, არის გაუგებრობა, იმედგაცრუება. არის მოლოდინი იმისა, რომ უფრო მეტი უნდა მომხდარიყო, მეტი შედეგიანობით, მეტი შემართებით. ეს არ და ვერ ხდება. რატომ არის ეს ასე? - მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან „საზოგადოებრივი მოჭიდების“ დეფიციტია.

ქართული ოპოზიცია სრულად ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც მოეთხოვება ქართულ პოლიტიკურ აზრს და მის სახელმწიფოებრივ განვითარებას. როგორი იქნება ამ პოლიტიკური ციკლის დასრულების შემდეგ ოპოზიციური სპექტრის შემდგომი განვითარება, გაჩნდება თუ არა ნიშა არა მარტო ვიზუალურად ახალი სახეებისთვის, არამედ თვისობრივი ხელწერის მიხედვით, ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესის აუცილებელი თანმდევი შედეგი იქნება.

[დღევანდელი] ეს პროცესი ერთგვარი დიაგნოსტიკა, განაჩენი იქნება არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ზოგადად ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ პროცესი დასრულდეს ისე, რომ ევროკავშირს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოუწიოს, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ამას „არ გამორიცხავს“.

„არ გამოვრიცხავ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში შეიქმნა. გამომდინარე სხვადასხვა დინებებიდან, რომელიც ევროკავშირს შიგნიდან ღრნის, როგორც საკმარისად ქმედუნარიან ინსტიტუტს. ასევე ყბადაღებული თემაა, როგორი იქნება აშშ ტრამპის არჩევის შედეგად. თავისთავად ცხადია, რომ ამ საკითხში დასავლეთი იქნება შეუვალი და უკომპრომისო, ასეთ დამაჯერებელ განცხადებას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის