რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა სპეციალური ტრენინგ-კურსი გაიარეს

რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა ტრენინგების კურსს აგრძელებს.

„შშმ პირებთან ქცევის და სტანდარტების ეთიკის” ტრენინგი, დღეისათვის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის უკვე 120-მა მძღოლმა გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მათ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილმა და მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა გადასცეს.

ტრენინგი, რუსთავის მერიამ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების შემდეგ დაგეგმა.

„მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის შედეგად, რუსთავში ყოველწლიურად იზრდება შშმ პირებზე ადაპტირებული ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების რაოდენობა, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა ავტობუსით მოსარგებლე შშმ პირთა ნაკადი და მათთვის სრულფასოვანი სერვისის მიწოდების საჭიროება დადგა. „ქართული ოცნების” გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ყველა სერვისი თითოეული მოქალაქისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრსა და მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოს შორის თანამშრომლობის შედეგად, ავტობუსების მძღოლები შშმ პირებთან ქცევის სტანდარტების ეთიკის მიმართულებით გადამზადდნენ”, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილმა.

ღონისძიებას, პარლამენტარი რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის სერვისი მივაწოდოთ. ვფიქრობ, რომ ტრენინგი, რომელიც რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ჩაუტარდათ, სწორედ სერვისის გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს”, - განაცხადა რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა.

ტრენინგი - „შშმ პირებთან ქცევის და სტანდარტების ეთიკა“, ჯამში რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის 200 მძღოლს, მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩაუტარდება. სპეციალური ტრენინგების კურსი უკვე გავლილი აქვთ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ კონტროლიორებსაც.

2024 წლის განმავლობაში, რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა შინაარსის ტრენინგი, რუსთავის მერიის 250-მდე თანამშრომელმა გაიარა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა