ოთარ გრიგოლია -  ქართველი ხალხის უმრავლესობით გადაწყდა, რომ  ჩვენი ერი და კულტურა სუვერენული უნდა იყოს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა და განაცხადა, რომ “ქართველი ხალხის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ჩვენი ერი და კულტურა სუვერენული უნდა იყოს, რომ ჩვენმა ერმა საკუთარი ბედი თავად უნდა განკარგოს”.

„მინდა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგილოცოთ. ეს იყო რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ისეთი გავლენებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა განვკარგოთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ე.წ. ტოპტვინები პოლიტიკურ ჯგუფებთან და გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად გაყიდონ.

„დიდი გულისტკივილით ვუყურებ, თუ რა ხდება თბილისში. პოლიტიკური ჯგუფები გზააბნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ აღმოაჩინონ არჩევნების გაყალბების რაიმე საბუთიც მაინც, თუმცა ვერ პოულობენ, ვინაიდან ასეთი რამ არ არსებობს.

ეს აღნიშნულია კიდეც რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ ოზვიაკის, სტატიაში. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამსახურებულად და სამართლიანად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და უმცირესობის წევრები „რაც უფრო მალე შეეგუებიან ამას, მით უფრო მალე დაიწყება კონსტრუქციული პროცესები“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის