ეროვნული ბანკი - ღია ბანკინგის ეკოსისტემაში კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტი ერთვება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „მანი მუვერსი“ კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც სებ-ისგან ღია ბანკინგში ჩართვასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხმობა მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულის ფარგლებში, შპს „მანი მუვერსი“ მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით ინოვაციურ, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებებს და პროდუქტებს შესთავაზებს. სერვისი მოიცავს როგორც ანგარიშის ინფორმაციის წვდომის, ასევე, გადახდის ინიციირების მომსახურებას. ამასთან, შესაძლებლობას მისცემს შპს „მანი მუვერს“ საკუთარ მომხმარებლებს მათზე მორგებული მომსახურებები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული გადახდის ინიციირების ღია API-ების მუშაობის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგს. შპს „მანი მუვერსის“, როგორც მესამე მხარის პროვაიდერის (TPP - Third Party Provider) ჩართულობა გააძლიერებს და უზრუნველყოფს ფინანსური სერვისების ფართოდ დანერგვას, რაც ასევე, დაეხმარება მომხმარებლებს მიიღონ უფრო მარტივი და კომფორტული/მოქნილი მომსახურება.

„ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მათ შორის არის ღია ბანკინგი, რომელსაც დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტის ჩართვა მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც ღია ბანკინგის, ისე ფინტექ სექტორის განვითარების პროცესში. ღია ბანკინგი ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს განავითარონ მათი ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისები. ღია ბანკინგის პოტენციალის სრულად რეალიზება წარმოშობს ინოვაციურ სერვისებს/პროდუქტებს, რაც გააუმჯობესებს ფინანსური მომსახურების ხარისხს, გაზრდის კონკურენციას, დაამკვიდრებს ახალ სტანდარტებს. შედეგად, საბოლოოდ მომხმარებელი მიიღებს ისეთ პერსონალიზებულ ფინანსურ სერვისებს/პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია მათი საჭიროებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა