მამუკა მდინარაძე - რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება სიახლეებიც

საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტამდე საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლისთვის, ამას სჭირდება ბიუჯეტის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წინა მოწვევის საპარლამენტო პირები თანამდებობებს შეინარჩუნებენ და ძირეული გადანაცვლებები არ იგეგმება.

„გავიარეთ, პრაქტიკულად, ის საკითხები, რომლებიც გუშინ გახლდათ პოლიტიკური საბჭოს დღის წესრიგი, მათ შორის, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ეს შეიძლება, ვიღაცას ფორმალობად მოეჩვენოს, მაგრამ სჭირდებოდა ამას გავლა, საორგანიზაციო სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, უმრავლესობის სხდომაზე და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების საკითხებზე, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე და წლის ბოლომდე, საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტამდე საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლისთვის, ამას სჭირდება ბიუჯეტის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე. ამასთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში ვართ, რომ დეტალურად მიდის მუშაობა და მსჯელობა საბიუჯეტო მიმართულებით, რათა გაისად ჩვენი დაპირებების მაქსიმუმი შევასრულოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის კომპონენტშიც მართლები ვიყოთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ბოლო დროს, მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურმა საკითხებმა საკმაოდ წინ წამოიწია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ყოფა, მატერიალური კეთილდღეობა, ოჯახებში დოვლათის შექმნა, ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ამ პოლიტიკური სპეკულაციების პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ, ჩვენ ამავდროულად შევძელით, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაგვედო “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანგარიშზე და ეს წარმატებაც მართალს გაგვხდის ჩვენი ამომრჩევლისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

ვისაუბრეთ ბევრ საორგანიზაციო დეტალზე. ორშაბათს დილით მოგვიწევს, რომ დავასახელოთ კომიტეტის ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ა.შ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება გარკვეული სიახლეებიც, რა თქმა უნდა”, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო ვიცე-სპიკერობას, მდინარაძემ უპასუხა, რომ ის მშვენიერი კანდიდატია, თუმცა, უფრო დეტალურად საზოგადოება ორშაბათს გაიგებს ყველაფერს.

თეა წულუკიანი მშვენიერი კანდიდატურაა იმისთვის, რომ ვიცე-სპიკერის ადგილი დაიკავოს, მაგრამ ამ დეტალებზე ორშაბათს მოგახსენებთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ