შიდა განვადება: ისარგებლეთ „არქის“ შემოთავაზებით და დაიწყეთ ცხოვრება ახალ სახლში

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ლიდერი კომპანია ,,არქი” განაგრძობს მომხმარებლებზე მორგებული პირობების შემუშავებას და გთავაზობთ მშენებარე ბინებს შიდა 0%-იანი განვადებით - მოქნილი გადახდის გრაფიკითა და გამარტივებული პროცედურებით, რაც საკუთარი საცხოვრებლის შეძენას მეტად ხელმისაწვდომს ხდის.

შიდა განვადება „არქისგან“ - მოქნილი და შეღავათიანი პირობები

,,არქის” შიდა განვადების სისტემა ფაქტობრივად ცვლის სახლის შეძენის პროცესს. სისტემის უმთავრესი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ბინას პირდაპირ დეველოპერისგან იძენთ, რაც სრულად გათავისუფლებთ რთული და ხანგრძლივი საბანკო პროცედურებისგან. ეს ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ დამატებითი საბანკო დოკუმენტაციის მომზადება და, რაც მთავარია, არ იხდით არანაირ საპროცენტო განაკვეთს - იხდით მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნულოვანი პირველადი შენატანის შესაძლებლობა, რაც საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ, დანაზოგის დაგროვების გარეშე შეიძინოთ უძრავი ქონება. ეს უნიკალური პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც არ აქვს საწყისი კაპიტალი, მაგრამ ბინის შეძენა დიდი ხანია სურს. მაგალითად, ბინები საბურთალოზე შიდა განვადებით მიუღწეველ მიზანს ნამდვილად აღარ წარმოადგენს.

კომბინირებულ საბანკო გადახდასთან ერთად, ბინის საფასურის 12-წლიან პერიოდზე გადანაწილება დამატებითი შესაძლებლობაა. ამასთანავე, მშენებლობის დასრულებამდე გაქვთ საშუალება თანხის 30% უპროცენტოდ დაფაროთ, ხოლო დარჩენილ ბანკის დახმარებით გადაიხადოთ. ეს ვადა საკმარისად გრძელია იმისთვის, რომ თვიური გადასახადი მინიმალური და თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტის შესაბამისი იყოს. გადახდის გრაფიკი დგება ინდივიდუალურად, შემოსავლებისა და სურვილების გათვალისწინებით.

შიდა განვადება შემოსავლების ოფიციალური დადასტურების გარეშე ფორმდება. ეს პირობა იდეალური გამოსავალია თვითდასაქმებული პირებისთვის, ფრილანსერებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვისა და ყველასთვის, ვისაც არასტანდარტული ან სეზონური შემოსავალი აქვს. თქვენ აღარ გჭირდებათ ხელფასის ცნობების, საბანკო ამონაწერებისა თუ სხვა დოკუმენტების შეგროვება.

სისტემის მოქნილობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ გადახდის გრაფიკის მოდიფიცირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესაბამისადაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავალი შეიცვლება (გაიზრდება ან შემცირდება), შესაძლებელია გადახდის გეგმის გადახედვა და ახალ გარემოებებთან ადაპტირება.

თქვენი პარტნიორი დეველოპერული კომპანია

არქის მასშტაბური პროექტები წარმოდგენილია საქართველოს ყველა მნიშვნელოვან ლოკაციაზე - თბილისის პრესტიჟულ უბნებში, ბათუმში, სამთო კურორტ ბაკურიანში, რუსთავსა და სიონში. თითოეული კომპლექსი გამოირჩევა არქიტექტურითა და ადგილმდებარეობით. დღეისათვის კომპანიას დასრულებული აქვს 49 პროექტი, რომელთა საერთო ფართი 1 058 723 კვ.მ-ს შეადგენს. ხოლო მიმდინარე 26 პროექტის სამშენებლო ფართი 686 000 კვ.მ-ს აღწევს. ,,არქის” დიდ ოჯახს უკვე 40 000-ზე მეტი კმაყოფილი მაცხოვრებელი ჰყავს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშენებლობის ხარისხს და ინოვაციურ მიდგომებს. ყველა პროექტი შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკებით შენდება, რაც გათბობა-გაგრილების ხარჯებს 40%-მდე ამცირებს. ,,არქი” ქმნის არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართებს, არამედ სრულფასოვან გარემოს - კეთილმოწყობილი ეზოებით, სპორტული მოედნებითა და რეკრეაციული ზონებით. თითოეული დეტალი კი მაცხოვრებლების კომფორტზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზეა გათვლილი.

კომპლექსური მხარდაჭერა - ,,არქიქარდი”, ,,არქიფიქსი” და ,,არქირენთი”

დეველოპერული კომპანია ,,არქი” ბინის შეძენის შემდეგაც აქტიურად ზრუნავს მომხმარებლებზე. კომპანია გთავაზობთ სამ უნიკალურ სერვისს: არქიქარდი - ექსკლუზიური ფასდაკლების ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ პარტნიორ კომპანიებში ავეჯი, ტექნიკა და სარემონტო მასალები შეღავათიან ფასად შეიძინოთ. არქიფიქსი - პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ოპერატიულად აგვარებს ნებისმიერ საყოფაცხოვრებო პრობლემას, იქნება ეს სანტექნიკის თუ ელექტრობის საკითხები. ხოლო არქი რენთი საინვესტიციო ბინების მფლობელებს სთავაზობს გაქირავების პროცესის სრულ მენეჯმენტს სთავაზობს.

უძრავი ქონების შეძენა არასოდეს ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ახლაა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიას და აღმოაჩინეთ მშენებარე ბინები ერთ სივრცეში.

დარეკთ ნომერზე: +995 322 602 602 ან ეწვიეთ ვებგვერდს და იპოვეთ გზა საკუთარ სახლამდე.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის