ლევან დავითაშვილი - 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მდგომარეობით, 6 მილიონ მგზავრზე მეტი შეადგინა.

„2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ფრენები ხორციელდება 105 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით, 670 სიხშირით. 2024 წელი რეკორდული იყო შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნდნენ ავიაკომპანია Austrian Airlines-ი და British Airways-ი. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს ნებისმიერ ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს რეგიონული ჰაბის ფუნქციას.

მისი თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად, 20 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ.

დავითაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გამტარუნარიანობის 1,7 მლნ მგზავრიდან, 5 მლნ მგზავრამდე ზრდაა დაგეგმილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა